Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/gapge1/public_html/core/functions.php on line 228
გაბუნია და პარტნიორები - ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

საადვოკატო ბიურო “გაბუნია და პარტნიორები” დაარსებულ იქნა 2005 წელს. იგი წარმოადგენს ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც შეუძლია კვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევა სამართლის ნებისმიერ სფეროში.                

ბიუროს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირების წარმოდგენა საერთო სასამართლოების ნებისმიერ ინსტანციაში, არბიტრაჟში და სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე იურიდიული ხასიათის დასკვნების, ხელშეკრულებების შედგენა და მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება.

დღეისათვის ბიუროში მოღვაწეობს 9 მაღალკვალიფიციური ადვოკატი, რომელთაც შეუძლიათ ხარისხიანი იურიდიული მომსახურების გაწევა სამართლის შემდეგ სფეროებში:

  •      სამოქალაქო სამართალი
  •      სამეწარმეო სამართალი
  •      საბაჟო და საგადასახდო სამართალი
  •      გაკოტრების სამართალი
  •      საბანკო და სადაზღვევო სამართალი
  •      ადმინისტრაციული სამართალი
  •      სისხლის სამართალი
  •      შრომის სამართალი
  •      კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირების და უცხოურო კომპანიების   
         წარმომადგენლობების   რეგისტრაცია
  •      პრივატიზაცია
  •      შრომის სამართალი
  •      ინტელექტუალური საკუთრების საკითხები
  •      სამოქალაქო სამართალწარმოება
  •      სისხლის სამართალწარმოება
  •     არბიტრაჟი
  •     ინვესტიციების დამაგრების სამართლებრივი მხარდაჭერა
  •     კორპორაციული მართვა


ბიუროს პარტნიორები არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრები.