Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/gapge1/public_html/core/functions.php on line 228
გაბუნია და პარტნიორები - მაესტროს საქმე - ახალი ამბები

მაესტროს საქმე

2011 წლის 30 ნოემბერს, შპს "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" დამფუძნებელი ერასტი კიწმარიშვილი დაუდგენელ პირებთან ერთად უკანონოდ შეიჭრა შპს "სტუდია მაესტრო"-ს ოფისში და მოახდინა მისი ბლოკირება. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ფართი უკანონოდ არის დაკავებული ბატონი ერასტის მიერ, რის გამოც შპს "სტუდია მაესტრო"-ს თანამშრომლებს, მათ შორის ჟურნალისტებს არ ეძლევათ საშუალება დაუბრუნდნენ საკუთარ სამუშაო ადგილს და განახორციელონ არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა.
ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ, 2011 წლის 01 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის N747 ბრძანების საფუძველზე, მიმართა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებას, ერასტი კიწმარიშვილის მიერ უკანონოდ დაკავებული ტერიტორიის გამოთავისუფლების მოთხოვნით. ამავე დღეს, ბიუროს მიერ შეტანილ იქნა განცხადება ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ერასტი კიწმარიშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა.
შპს "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 05 დეკემბრის განჩინებით, ყადაღა დაედო შპს "სტუდია მაესტროს" დამფუძნებელთა წილებს. ბიურომ ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების შესახებაც მიმართა სასამართლოს. 
2011 წლის 20 დეკემბერს, ბიურომ შეიტანა სარჩელი შპს "სტუდია მაესტრო"-სა და შპს "რუსთავის მედიის მართვის კომპანია"-ს შორის 2009 წლის 30 ნოემბერ გაფორმებული  "კომპანიის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ" ხელშეკრულების ვადამდე მოშლილად (შეწყვეტილად) აღიარების თაობაზე.
უახლოეს დღეებში, ბიურო დაზუსტებული სარჩელით მიმართავს სასამართლოს, რომლის არსი ხელშეკრულების ვადამდე მოშლილად (შეწყვეტილად) აღიარებასთან ერთად, იქნება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც.

 

დიმიტრი გაბუნია ეკა ბერიძის შოუში:   http://maestro.ge/?address=uc&id=27488&page=1                 (წყარო www.maestro.ge)

ინტერვიუ დიმიტრი გაბუნიასთან          http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=84154&Itemid=1          

                                                                  http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=84159&Itemid=1                                                                                                                                   

                                                                                                                                                                      (წყარო www.pirweli.com.ge)

                                                                   http://geonews.ge/category/10/society/news/100612/erosi-kicmarishvili.html

                                                                                                                                                                       (წყარო www.geonews.ge)

                                                                  http://www.media.ge/content/maka_asathianis_advokati

                                                                                                                                                                       (წყარო www.media.ge)

                                                                   http://www.radiotavisupleba.ge/content/article/24412182.html?s=1

                                                                                                                                                                        (წყარო www.radiotavisufleba.ge)