Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/gapge1/public_html/core/functions.php on line 228
გაბუნია და პარტნიორები - ”ვაკის ლეჩკომბინატი” 7,3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა - ახალი ამბები

”ვაკის ლეჩკომბინატი” 7,3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

”ვაკის ლეჩკომბინატი”-ს ახალი მფლობელია  შპს ”დილა 2010”. ობიექტის შესაძენად ორი კომპანია ”კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი” და შპს ”დილა 2010” იბრძოდნენ, საბოლოო გამარჯვებულად კი შპს ”დილა 2010” დასახელდა. აუქციონზე ობიექტის გასაყიდი  საწყისი ფასი 4 300 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

შპს ”დილა 2010”-ს დირექტორის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, კომპანიამ ვალდებულებად 5 წლის განმავლობაში სამედიცინო ობიექტისთვის პროფილის შენარჩუნება და გარკვეული ინვესტირება აიღო.

დიმიტრი გაბუნიას განმარტებით, კომპანიის დამფუძნებელმა, შესაძლოა, სადაზღვევო ბიზნესში ოპერირებაც დაიწყოს.