Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/gapge1/public_html/core/functions.php on line 228
გაბუნია და პარტნიორები - ფიროსმანის "შავი ლომის" საქმე - ახალი ამბები

ფიროსმანის "შავი ლომის" საქმე

მხატვარ ყარამან ქუთათელაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ მიმართა საქალაქო სასამართლოს სარჩელით, რომელშიც იგი მოითხოვს იმ მინდობილობის გაბათილებას, რომლითაც ყარამან ქუთათელაძემ ვიაჩესლავ ეფიმოვსშავ ლომზეუფლებამოსილება მიანიჭა. დიმიტრი გაბუნიას განცხადებით ეფიმოვმა ბოროტად გამოიყენა ყარამან ქუთათელაძესთან ნაცნობობა და მას მინდობილობაზე მოტყუებით მოაწერინა ხელი.
ადვოკატის განცხადებით სასამართლოს მიერ აღნიშნული მინდობილობის ბათილად ცნობის შემთხვევაში, შემდგომი ეტაპი უკვე ფიროსმანის ნახატის საქართველოში დაბრუნების მოთხოვნა იქნება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემდეგ ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ საჩივარი პროკურატურაშიც შეიტანა, ვინაიდან საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც გამოიკვეთა, რაც მინდობილობის გაყალბების საფუძველზე სხვისი ქონების მითვისებას ეხება
გარდა ამისა, ადვოკატი დიმიტრი გაბუნია მიმართავს მოსკოვის რაიონულ სასამართლოს ფიროსმანისშავი ლომისუკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და დაყადაღების თაობაზე
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეები, მირელ ზდანევიჩი-ქუთათელაძე და ყარამან ქუთათელაძე წარმოადგენენ ცნობილი მხატვრისა და კოლექციონერის კირილე ზდანევიჩის შვილსა და შვილისშვილს. როგორც ცნობილია ფიროსმანის, როგორც გენიალური მხატვრის აღმოჩენა და მსოფლიო მასშტაბით დაფასება ძმები ზდანევიჩების დამსახურებაა. ასევე საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძმები ზდანევიჩების პირად საკუთრებაში იყო ფიროსმანის არაერთი ტილო და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი "შავი ლომი" წარმოადგენდა კირილე ზდანევიჩის საკუთრებას.
კირილე ზდანევიჩის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელე ქალბატონი მირელ ზდანევიჩ-ქუთათელაძე  ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრების მთელ სამკვიდრო ქონებას და გახდა სამკვიდრო ქონების, მათ შორის "შავი ლომის" მესაკუთრე.
ცნობილია ის ფაქტიც, რომ 1993 წელს ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ქუთათელაძის ოჯახიდან გაიტაცეს ფიროსმანის ტილო "შავი ლომი", რომლის ბედი უკანასკნელ პერიოდამდე გაურკვეველი იყო.
გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ მოსარჩელეთა ოჯახში ბევრი ღირშესანიშნავი ფერწერული ტილო ინახებოდა, მათთან ყოველთვის ჰქონდათ ურთიერთობა ხელოვნებით დაინტერესებულ და ამ სფეროს  სხვავდასვა  სეგმენტში მოღვაწე პირებს. 2002 წელს, სწორედ ასეთად წარმოუდგა ყარამან ქუთათელაძეს მოპასუხე ვიაჩესლავ ეფიმოვი, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბდა საქმიანი ურთიერთობები ხელოვნების სფეროს სხვადასხვა მიმართულებით.
რა თქმა უნდა, ამ პერიოდისათვის ძალიან აქტუალური იყო "შავი ლომის" საკითხი, რადგან მისი ბედი ისევ გაურკვევლად რჩებოდა. ვიაჩესლავ ეფიმოვმა ყარამან ქუთათელაძეს შესთავაზა დახმარება "შავი ლომის" მოძიებაში, გამომდინარე თავისი კავშირებიდან შესაბამის საზოგადოებრივ წრეებთან. ყარამან ქუთათელაძესთან ნდობაში შესულმა ეფიმოვმა 2002 წლის 23 ივნისს ნოტარიუს ბესიკ ბულიასთან ყარამან ქუთათელაძეს დაამოწმებინა მინდობილობა, რომლითაც იგი უფლებამოსილებას იღებდა "შავი ლომის" აღმოჩენის შემთხვევაში ჩაეტარებინა ექსპერტიზა მის ავთენტურებასთან დაკავშირებით და ასევე განეხორციელებინა მინდობილი საკუთრების მართვასთან დაკავშირებული სხვავსხვა ქმედებები.
როგორც უკანასკნელ პერიოდში გახდა ცნობილი ფიროსმანის "შავი ლომი" გამოიფინა რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში რაც ფართოდ გაშუქდა მასმედიის საშუალებით,  სადაც აღინიშნა, რომ ფერწერული ტილოს გამოფენის  ინიციატორი და უშუალო ორგანიზატორი მოპასუხე ვიაჩესლავ ეფიმოვი იყო.