Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/gapge1/public_html/core/functions.php on line 228
გაბუნია და პარტნიორები - დიმიტრი გაბუნია – მმართველი, პარტნიორი

დიმიტრი გაბუნია – მმართველი, პარტნიორი

დიმიტრი გაბუნია წარმოადგენს საადვოკატო ბიურო “გაბუნია და პარტნიორების” უფროსს პარტნიორსა და ხელმძღვანელს.

საადვოკატო ბიუროს “გაბუნია და პარტნიორები” დაფუძნება დიმიტრის მრავალწლიანმა პროფესიულმა გამოცდილებამ განაპირობა. კერძოდ, მისი, როგორც იურისტის მოღვაწეობა, სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და ამავე ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის ასპირანტურის დამთავრების შემდგომ, 1998 წელს დაიწყო საჯარო სამსახურით – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში და 2000 წლიდან გაგრძელდა  იურიდიულ ფირმა “კორძაძე და სვანიძე – ადვოკატებში”.  2005 წლიდან, კი იგი ხელმძღვანელობს საადვოკატო ბიუროს, რომლის ისტორიაც არაერთი გახმაურებული და ურთულესი საქმის წარმატებით დასრულებას  მოცავს.

დიმიტრის პროფესიული მოღვაწეობის სფერო მოცავს სამოქალაქო, სახელშეკრულებო, ადმინისტრაციულ, კორპორაციულ და ინტელექტუალურ სამართალს. ამასთანავე, მისი საქმიანობის სფერო მოიცავს ისეთი საკითხების დარეგულირებას, რაც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, შრომისა და საგადასახადო სამართალთან.

2003-2007 წლებში დიმიტრი ხელმძღვანელობდა თბილისის საარბიტრაჟო პალატას და ამასთანავე იგი ავიაკომპანია “სქაი ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

2009 წელს დიმიტრის მიერ განხორციელდა საქართველოში პირველი ადვოკატთა სკოლის დაფუძნება. 

გარდა პრაქტიკული საქმიანობისა დიმიტრი აქტიურად არის ჩაბმული საზოგადოებრივ სამიანობაში, კერძოდ გახლდათ “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის შემმუშავებელი ჯგუფის წევრი,  წლების მანძილზე, როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი გახლდათ ამავე ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრი და კერძო არბიტრაჟის ჯგუფის ხელმძღვანელი, ამასთანავე საქართველოს არბიტრაჟთა ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი,
დიმიტრის, წარმატებული კარიერის მანძილზე მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის 2006 წელს იგი დასახელდა წლის ადვოკატად.

დიმიტრი, მშობლიურის გარდა, სრულყოფილად ფლობს გერმანულსა და რუსულ ენებს.