Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/gapge1/public_html/core/functions.php on line 228
გაბუნია და პარტნიორები - ნინო ბარაჩაშვილი - ადვოკატი

ნინო ბარაჩაშვილი - ადვოკატი

ნინო ბარაჩაშვილი - საადვოკატო ბიუროს "გაბუნია და პარტნიორები" ადვოკატი.

 
ნინოს პროფესიული მოღვაწეობის სფერო წარმოადგენს სისხლის სამართალს.
 
2010 წელს საადვოკატო ბიუროში "გაბუნია და პარტნიორები" საქმიანობის დაწყებამდე, ნინომ, როგორც იურისტმა მოღვაწეობა დაიწყო 2002 წლიდან 2005 წლამდე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში სასამართლო სხდომის მდივნად.
 
2005 წლის 05 მაისიდან ნინო მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სასამართლო სხდომის მდივნად. 2005 წლის აგვისტოდან _ 2009 წლის დეკემბრამდე ნინომ მუშაობა განაგრძო იმავე სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე. 
 
2004 წელს ნინომ წარმატებით ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა. 
 
2005 წელს ნინომ წარმატებით ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
 
2007 წელს ნინომ წარმატებით ჩააბარა მოსამართლის საკვალფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.
 
მშობლიურის გარდა ნინო ფლობს რუსულ და ინგლისურ ენას.